მთავრობა პრემიებზე, მივლინებებსა და ხელფასებზე უფრო მეტს ხარჯავს

11 ივნისი 2019, 12:53 2200 ნახვა

საქართველოში ადმინისტრაციული ხარჯები იზრდება. 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, პრემიებზე 1.2 მლნ ლარია დახარჯული, რაც 47%-ით მეტია, 2018 წლის 3 თვესთან შედარებით - მონაცემებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

ბიუჯეტს მიმდინარე წელს უფრო მეტი უჯდება სახელმწიფო ჩინოვნიკების მივლინებებიც.  ეს მაჩვენებელი 2018 წლის 3 თვეში 16,7 მლნ ლარი იყო, წელს კი 18,3 მლნ ლარია.მონაცემების თანახმად გაზრდილია ჯამური შრომის ანაზღაურებაც- 335,2 მლნ ლარიდან 365,8 მლნ ლარამდე.

44,4 მლნ ლარიდან 49,3 მლნ ლარამდეა გაზრდილი შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურების ხარჯი. მონაცემების თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა დანამატების სახით ბიუჯეტიდან  წელს 48.5 მლნ ლარი მიიღეს, 2018 წლის 3 თვის მოანცემებით, ეს მაჩვენებელი 44,3 მლნ ლარი იყო.

რა მდგომარეობაა აჭარაში ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით უცნობია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნულთან დაკავშირებით ჩაშლილი მონაცემები ამ ეტაპზე არ გააჩნია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში