აჭარისა და მადეირას რეგიონებს შორის თანამშრომლობა დაიგეგმა პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს, ვიცე პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით.
მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2021 წელს ვორდ თრეველ ევორდსის დაჯილდოების ცერემონიალის ბათუმში ჩატარებასთან დაკავშირებით. ასევე, ოფიციალურ შეხვედრებზე ხელი მოეწერა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. მიმდინარე წელს პორტუგალიიდან ვიზიტორთა რაოდენობა 35% ით გაიზარდა. ცნობისთის, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით მადეირას რეგიონში იმყოფებიან, სადაც ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში ტურიზმის ოსკარად წოდებული ჯილდო მოიპოვა.