მარათონი გოდერძი - მწვანე ტბის მიმართულებით

10 ივნისი 2019, 12:28 3300 ნახვა

გოდერძი-მწვანე ტბის მიმართულებით მარათონი გაიმართა. მასში ხულოს მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლის 120 მოსწავლე მონაწილეობდა. აქტივობა გაგრძელდა მწვანე ტბის მიმდებარედ. გაიმართა შეჯიბრება ბაგირის გადაწევაში. გამარჯვებულებს თასები მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს ლექცია ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ჩატარდა კონცერტიც. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, მუნიციპალური პროექტი რომელსაც ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია PH International-ის საქართველოს ფილიალი ახორციელებს, პროექტის მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი