საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო

07 ივნისი 2019, 22:01 2723 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, საქართველომ სტუმრად გიბრალტარი მიიღო და 3:0 დაამარცხა.

30-ე წუთზე ანგარიში ვაკო გვილიამ გახსნა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

66-ე წუთზე გვილიას გადაცემის შემდეგ, გიორგი პაპუნაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

75-ე წუთზე ვატო არველაძის დარტყმის შემდეგ, მეტოქეს ბურთი ხელზე მოხვდა. შეხვედრის ფინელმა არბიტრმა თერთმეტრმეტრიანი დანიშნა და ვატო არველაძე საბოლოო ანგარიში 3-0 დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს. ეროვნული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის  მეოთხე  თამაშს, 10 ივნისს  კოპენჰაგენში დანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ  გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში