უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 144 კანდიდატიდან ხუთს უარი ეთქვა

07 ივნისი 2019, 18:16 1257 ნახვა

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხვალ გაიმართება.  მეორე ეტაპი, წერითი გამოცდა კი 15 ივნისს ჩატარდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების კანდიდატებად 144-კაციანი სიიდან 139 დარეგისტრირდა, 5 მსურველს კი  უარი ეთქვა. სიაში არიან გიორგი გვენეტაძე, შალვა თადუმაძე და გიორგი მიქაუტაძე.

უვადოდ გამწესებისთვის ბათუმიდან რამდენიმე მოსამართლე იბრძოლებს, მათ შორისაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი,    მოსამართლეებს  პირველად უვადოდ აირჩევენ. მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციის წევრები, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დააკვირდებიან.  ომბუდსმენის  აპარატის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მზაობა წერილობით დააფიქსირეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში