ძვლის ტვინის, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციები კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაუფინანსდება

06 ივნისი 2019, 17:59 2333 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2 მილიონ 900 ათასი ლარით გაიზრდება. გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებებზე გადანაწილდება, მათ შორისაა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ღვიძლის ტრანსპლანტაცია და გაფანტული სკლეროზის მკურნალობა. უწყების ინფორმაციით ბიუჯეტის ზრდა ბენეფიციართა რაოდენობის მატებამ განაპირობა.

,,ყველაზე მეტი თანხა მიმართულია  მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო პროგრამაზე, რომელიც დაახლოებით მილიონ ნახევარ ლარს ითვალისწინებს. ძირითადად ეს არის ისეთი ძვირადღირებული სერვისების დაკმაყოფილება, როგორიცაა ღვიძლის ტრანსპლანტაცია, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, გაფანტული სკლეროზის მკურნალობა" - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე  გადაწყვეტილება, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე იქნა მიღებული.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი