საქართველოს საჯარო სკოლები სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარესა და შემადგენლობას რამდენიმე დღეში უკვე მეხუთედ აირჩევს. როგორც იცით, თავად საბჭოს უფლება აქვს აირჩიოს სკოლის დირექტორი, დაამტკიცოს სკოლის შინაგანაწესი, სასწავლო გეგმა და ბიუჯეტიც, თუმცა საბჭოს უფლებების გაზრდაზე სამინისტრო ისევ მუშაობს.
მიუხედავად ამისა, მთავართან სამეურვეო საბჭოს წევრები ამბობენ, რომ იყო შემთხვევა, რომ მათი გადაწყვეტილება დირექტორისთვის იმუნიტეტი ვერ აღმოჩნდა და ის მაინც გადააყენეს. ექსპერტები საბჭოს უფლებამოსილების გაზრდაზე საუბრობენ.