ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებში იმ მარტივ ინფრასტრუქტურას ითხოვენ, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაა შესაძლებელი. საუბარია გზის ე.წ. სარკეებზე - მოსახლეობა სარკეების განთავსებას ითხოვს სახიფათო მონაკვეთებში, ვიწრო და მკვეთრ მოსახვევებში.
ითხოვენ სოფელ ჯალაბაშვილებში, დანდალოში, ვაიოსა და აქუცაში. სოფლების ნაწილში სარკეები განთავსებულია, თუმცა უკვე წლებია დაზიანებულია.