უახლოეს პერიოდში შესაძლოა უმაღლესი საბჭო ბათუმის ტერიტორიაზე გადმოვიდეს

03 ივნისი 2019, 21:19 1517 ნახვა

უახლოეს პერიოდში შესაძლოა უმაღლესი საბჭო ბათუმის ტერიტორიაზე გადმოვიდეს - აქტიურად განიხილება შენობა, რომელშიც ამჟამად ხელოვნების უნივერსიტეტია განთავსებული. საუბარია წინა ხელისუფლების დროს, ყოფილი პირველი საავადმყოფოს ადგილზე აშენებულ ობიექტზე, რომლის მიმდებარედაც ახლახან მერიამ სკვერი მოაწყო.

უნივერსიტეტი გორგილაძეზე გადადის, გორგასალზე კი სავარაუდოდ მალე ბინას წარმომადგენლობითი ორგანო დაიდებს. მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს ადასტურებენ, თუმცა ჯერ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე არ საუბრობენ. მიზეზად მოქალაქეებისთვის იმ დისკომფორტს ასახელებენ, რომელიც მათი მტკიცებით მანძილითაა გამოწვეული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი