პროკურატურა შვიდივე დაკავებულის პატიმრობას მოითხოვს

01 ივნისი 2019, 17:55 2349 ნახვა

პროკურატურამ შვიდივე დაკავებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. რამაზ შავაძემ მოსალოდნელი რისკები და საფრთხეები ჩამოთვალა. პროკურორი ამბობს, რომ გ.ერმაკოვის, ე.ლომაძის და ა. ვანაძის მიმართ კიდევ ერთ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, რას ეხება პარალელური გამოძიება, არ დააკონკრეტა.

ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვის ადვოკატს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების მოლოდინი აქვს. ჯემალ კიკნაძის განმარტებით, ეს საქმე ჯერ კიდევ 2017 წლიდან გამოძიებაშია, ხოლო საგამოძიებო უწყებებს დამატებითი ახალი მტკიცებულებები არ მოეპოვებათ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი