მათთვის, ვინც დასაქმების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ფორუმში ვერ მიიღო მონაწილეობა, ბათუმშივე მეორე დღეს დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტომ გამართა. სამუშაოს მაძიებლებს 60-მდე დამსაქმებელმა 2 000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა, სამუშაო ადგილები: სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან.
მსურველებს თავიანთი კვალიფიკაციიდან გამომდინარე დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. სოციალური მომსახურების სააგენტო ამ პროექტით სამუშაოს მაძიებლებს პროფესიულ გადამზადებაშიც ეხმარება. ბათუმის დასაქმების ფორუმში, შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და პროფესიული მომზადება - გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.