ოკუპირებული აფხაზეთი და ოსეთი არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას

31 მაისი 2019, 17:36 2861 ნახვა

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, 2019 წლის  2 ივნისს სტარტს აიღებს conIFA-2019, სადაც მონაწილეობას იღებენ არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ნაკრებები.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკების საფეხბურთო ნაკრებებიც.

conIFA-2019-ში  მონაწილეობა 12 არაღიარებულ ქვეყანას უნდა მიეღო, თუმცა მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. 

ტურნირში მონაწილეობას იღებენ : აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკა, ლაპლანდიის საფეხბურთო ნაკრები , ჩამერიის საფეხბურთო ნაკრები, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ნაკრები, ​პადანიის საფეხბურთო გუნდი, სეკეიტის კუნძულების გუნდი და დასავლეთ სომხეთის არაღიარებული საფეხბურთო ნაკრები.

მსოფლიოს არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ზემოთ ჩამოთვლილი დეფაქტო რესპუბლიკების საფეხბურთ  ნაკრებები, არც ერთი გავლენიანი საფეხბურთო ორგანიზაციების წევრი არ არიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში