დეპუტატების მოთხოვნით პარლამენტში დაბარებული პრემიერის მოსმენას დეპუტატების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. დღეს ინტერპელაციის წესის შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრს და ცესკოს თავმჯდომარესაც მოუსმენენ.