განათლების მინისტრის მოვალეობას ალექსანდრე დავითაძე შეასრულებს

31 მაისი 2019, 14:05 6311 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, განათლების მინისტრის მოვალეობას ალექსანდრე დავითაძე შეასრულებს. ის დღეს მთავრობის სხდომას ესწრებოდა. 

განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, თორნიკე რიჟვაძემ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქალაქში ''რუსული დროშების ფრიალი'' გამო მოხსნა. მინისტრის მოვალეობას დროებით, ბაგრატ მანველიძე ასრულებდა, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. 

გამოძიება მას და კიდევ 6 მაღალჩინოსანს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. საქმე ეხება ბაგრატ მანველიძის ვიცე-მერად მუშაობის პერიოდს. 

რაც შეეხება მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ის წლების განმავლობაში აჭარის მთავრობაში საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

ალექსანდრე დავითაძე მინისტრის მოადგილედ მიმდინარე წლის 1 თებერვალს დაინიშნა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი