ბათუმის მერიიდან 4 მაღალჩინოსანი აიყვანეს

30 მაისი 2019, 16:50 7798 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის მერიის 4 თანამშრომელი დააკავეს, მათ შორისაა ქალაქის ვიცე-მერი თენგო პეტრიძე, რომლებიც წლების განმავლობაში მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თანამშრომლების ნაწილი პირდაპირ კაბინეტებიდან აიყვანეს. 

სავარაუდო დაკავებულებს შორის არიან, გოგა ლომაძე (ერგასლან ლომაძე), ნუკრი ხინთიბიძე, ბექა ხალვაში. ყველა მათგანი წარსულში კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა. 

ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან.

თენგო პეტრიძეს ვერ ვუკავშირდებით, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. 

მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფმა, მერიიდან გამოსული პოლიციის თანამშრომელი დააფიქსირა, თუმცა თქვა, რომ  შენობაში პირად საქმეზე იყო და სპეცოპერაციის შესახებ არაფერი იცის.

მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს სპეცოპერაციით აიყვანეს განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე ბაგრატ მანველიძე, რომელიც წლების განმავლობაში ბათუმის ვიცე-მერი იყო.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში