საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს აპირებს.
უკრაინაში ჩასვლის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების შემდეგ გააკეთა. ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' ეთერში თქვა, რომ უკრაინაში მის წინააღმდეგ ზუსტად ისეთივე პოლიტიკური დევნა იყო, როგორიც საქართველოშია.
უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესისი ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ დაუბრუნა.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, 2017 წლის ივლისში კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა.