თორნიკე რიჟვაძე: რა თქმა უნდა მეჩეთის საკითზე კონსულტაციები არის

27 მაისი 2019, 22:48 3423 ნახვა

"თუ აშენდება მეჩეთი, უნდა აშენდეს ქართული ფულით" - ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა. თორნიკე რიჟვაძე 10 თვის წინ გაცხადებულ პოზიციას არ ცვლის, თუმცა არ აკონკრეტებს რას გულისხმობს "ქართულ ფულში".

ბათუმში, მეჩეთის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას, მთავრობის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მუსლიმი თემის ნაწილის რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა ბათუმის მერიასთან, მხოლოდ სამართლებრივი საკითხია და არა პოლიტიკური თემა.

ჟურნალისტი: მერიის იურისტი ფაქტობრივად აღიარებს, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან კონსულტაციებზეა დამოკიდებული...

თორნიკე რიჟვაძე პასუხობს, რომ თუ აშენდება მეჩეთი ის ქართული ფულით უნდა აშენდეს, თუმცა არ დაუკონკრეტების რას გულისხმობს ქართულ ფულში. 

“ეს კონკრეტული საკითხი არის კონკრეტული სამართლებრივი სანებართო საკითხი. ზოგადად, საკითხთან მიმართებაში რა თქმა უნდა კონსულტაციები არის. ჩვენთან ყველა რელიგიური კონფესია არის ძალიან დაფასებული. მათი სიტყვა, მათი პოზიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თანაბრად, მათ შორის საპატრიარქოსთანაც, სამუფთო სამმართვლოსთანაც ყოველთვის, მათ შორის ამ საკითხებთანაც გვაქვს ძალიან აქტუალური კომუნიკაცია. ეს არ არის მარტივი საკითხი. საჭიროებს დროს, რომელიც საჭიროებს ჩართულობას ყველა მხრიდან და ეს ჩართულობა არის. რაც შეეხება სანებართვო საკითხს, მერიასთან კონკრეტულ დავას, ამ დავასთან დაკავშირებითაც სასამართლო მსჯელობს,“ _ განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს გადაცემა „მთავარში“.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი