ხულოს დრამატული თეატრი გასტროლით უკრაინაში გაემგზავრა

27 მაისი 2019, 12:24 1836 ნახვა

ხულოს დრამატული თეატრი გასტროლით უკრაინაში გაემგზავრა. ქალაქ ლუკაჩევოში მეოცე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში  დასი სპექტაკლს ,,სვავი“ ითამაშებს. ფესტივალში საქართველოდან მხოლოდ  ხულოს დრამატული თეატრი მონაწილეობს.

ფინანსური მხარდამჭერი ხულოს მერიაა. ცნობილია, რომ გარდა თეატრალური წარმოდგენისა  თეატრი  ადგილობრივებს ტურიზმის თემაზე დამზადებულ ვიდეორგოლებს და ფლაერებსაც წარუდგენს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი