აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები შედის

27 მაისი 2019, 12:07 2003 ნახვა

აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები შედის. ცვლილებების თანახმად, სამი მილიონ 750 ათასი ლარი ე.წ ოცნების  ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაწყებას  მოხმარდება.  ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაზრდილი  საშემოსავლო გადასახადისა და ეკონომისტების ხარჯზე გაჩნდა რესურსი, რის გამოც  გადაწყვიტეს ოცნების ქალაქში მშენებლობის დაწყება  რესპუბლიკური   ბიუჯეტიდან დააფინანსონ.  

ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი  8 მილიონ  700  ათასი  ლარით იზრდება.  4 მილიონამდე  ეზრდება დაფინანსება განათლების სამინისტროსაც, ცვლილება  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის რეორგანიზაციითა გამოწვეული,  უნდა ჩამოყალიბდეს სპორტის დეპარტამენტი და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი.  ცენტრისა და ახალგაზრდული პროგრამებისთვის მილიონ 800 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი