აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობას ინგა შამილიშვილის მოადგილე, ბაგრატ მანველიძე ასრულებს. შამილიშვილი გუშინ მთავრობის თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადააყენა, მიზეზი, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიების მსვლელობაში რუსეთის წარმომადგენლების გამოჩენა გახდა. მსვლელობის შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.