მთელი დღის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება გაიმართება დედაქალაქში. 26 მაისის ღონისძიებებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე კონცერტი დააგვირგვინებს.
თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ტერიტორიაზე, 1921-1991 წლების საქართველოს პოლიტიკური ემიგრაციის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა.