ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

20 აგვისტო 2016, 00:00 3020 ნახვა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. რიოს ოლიმპიადის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა. ეს საქართველოს დელეგაციისთვის მეორე ოქროს მედალია, მთლიანობაში კი - მეექვსე მედალი. ფინალამდე ქართველმა ფალავანმა ყაზახ, აზერბაიჯანელ და ბულგარელ სპორტსმენებს სძლია. მერვედფინალში ხინჩეგაშვილმა ნურისლამ სანაიევი 4:3, მეოთხედფინალში ჰაჯი ალიევი 5:3 და ნახევარფინალში ვლადიმირ დუბოვი 8:4 დაამარაცხა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს  2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად იყო დასახელებული. გასული წლის სექტემბერში იგი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

რიოს ოლიმპიადაზე დღეს ორი ქართველი სპორტსმენი გამოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი (86)კგ წონით კატეგორიაში და გენო პეტრიაშვილი (125) კგ-წონით კატეგორიაში იასპარეზებენ. შეხვედრები 17:00 საათზე დაიწყება, ფინალური ორთაბრძოლები კი ღამის 01:00-ზე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი