დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ბათუმის ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელი იყო. ძლიერმა ქარმა, სხვადასხვა უბანში დააზიანა საცხოვრებელი სახლები და მოგლიჯა ხეები. განსაკუთრებულად საფრთხის შემცველი მშენებარე ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები იყო.
მაღალი შენობებიდან ცვიოდა ყველაფერი, მათ შორის რკინის კონსტრუქციები, ხის მორები და ნარჩენები. სტიქიამ, ქალაქში რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა, საბედნიეროდ ამ შემთხვევაში, ფიზიკურ დაზიანებას, ადამიანები გადაურჩნენ.