სკოლებს მომავალი სასწავლო წლიდან პედაგოგებზე კონკურსის გამოცხადება მოუხდებათ - კონკურსს სავარაუდოდ მასობრივი სახე ექნება, რადგან საპენსიო ასაკის პედაგოგების ნაწილმა უკვე გადაწყვიტა სისტემიდან გასვლა - მათ შორის 300-ზე მეტი აჭარიდანაა. ისინი უარს ამბობენ მინიმალური კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდაში მონაწილეობაზე და თანახმა არიან, 2-წლიანი ჯამური ხელფასის სანაცვლოდ დატოვონ სკოლა. როგორ აფასებენ ინიციატივას სკოლებში და ელოდებიან თუ არა ადმინისტრაციებში პედაგოგების დეფიციტს?