თანამშრომლის, შესაძლო პოლიტიკური შინაარსის სტატუსზე, ცესკოში ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება 

23 მაისი 2019, 13:54 2668 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამშრომლის, ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მიერ დაწერილ და წაშლილ სტატუსზე, ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დილიდან ცდილობს დააზუსტოს, დაიწყება თუ არა მოკვლევა საიას საჯარო განცხადებაზე, რომელიც აჭარის მაუწყებლის ეთერში, იურისტმა მირზა მამულაძემ გააკეთა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ციალა შავაძის სტატუსი, რომელიც არჩევნების მეორე დღეს დაწერა, პოლიტიკური შინაარსის იყო და გამარჯვებული პარტიის სიხარულს იზიარებდა. 

იურისტი მიიჩნევს, რომ ცესკოს თანამშრომელმა ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია, ამიტომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოკვლევა აუცილებლად უდნა დაიწყოს. 

ბათუმის ოლქის თავმჯდომარემ, რომელიც ხულოში რიგგარეშე არჩევნებს ცესკოს წარმომადგენლის სტატუსით აკვირდებოდა, პოსტი ფეისბუქ გვერდზე 20 მაისს დილით დაწერა და საღამოს წაშალა. 

''ჩემი ხულოელების დემოკრატიული და ღირსეული პასუხი ერთი გაურკვეველი წარმოშობის ''ქართველს'' #მეამაყებიხულო ​ #დემოკრატიისსერვისი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში