საკონსტიტუციო სასამართლო ვენეციის კომისიის 2018 წლის გადაწყვეტილებების კრებულში მოხვდა. საუბარია 5 გადაწყვეტილებაზე. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანაზე პირადი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის შესახებ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა.
ასევე კანონი სახელმწიფო ქონების შესახებ, რომელიც სახელმწიფო ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ მიღების უფლებას ანიჭებდა სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
კრებულში მოხვდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი გასხვისების შესახებ კანონი. ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლებაზე განხილული საკითხიც.
საკონსტიტუციო სასამართლო ვენეციის კომისიასთან წლებია თანამშრომლობს.