პოლიცია კაცს ეძებს, რომელიც ქალს აედევნა და სექსუალური ძალადობა სცადა

21 მაისი 2019, 20:37 5040 ნახვა

ბათუმში, პოლიცია 35 წლის მამაკაცს ეძებს, რომელმაც სავარაუდოდ სექსუალური ძალადობა სცადა 36 წლის ქალზე და მიიმალა. შემთხვევა დღეს, 21 მაისს, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში მოხდა. ქალი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, უცნობი მამაკაცი ქალს კორპუსში შეყვა და ლიფტში თავს დაესხა, თუმცა ქალმა თავის დაღწევა შეძლო. ძალოვანი უწყებები მის დაკავებას ამ დრომდე ცდილობენ. პოლიციამ სადარბაზოში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში