პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია დილით 9 საათზე დაიწყო, თუმცა სოციალურ ქსელებში პროცესს ბევრი უკმაყოფილება მოჰყვა.
მშობლები ამბობენ, რომ რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში სკოლებში ადგილები შეივსო, რის გამოც, მათი თქმით, შვილები სასურველ სკოლაში ვერ მოხვდნენ.