საფეხბურთო კლუბი „ვიტ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. „22 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვართ – არ არის მოკლე დრო. მწარე წაგებებიც გვახსოვს, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია, დარტყმა, რომელიც ლახავს ჩვენი კლუბის ღირსებას და აზიანებს მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელს. უაღრესად რთულია, გადაიტანო ეს კრიზისი, მაგრამ არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ“-აღნიშნულია განცხადებაში.