დღეს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიო რეკორდსმენის ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საუკეთესო მამაკაცი და ქალი ძალოსნების ვინაობა, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა. ლაშა ტალახაძემ 17,800 ხმა მიიღო.
''მინდა მადლობა გითხრათ ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის. მადლობა თითეული ხმისთვის, რამაც 2018 წლის საუკეთესო ძალოსანის ტიტული მომიტანა. ეს ჩემთვის დიდ სტიმულია. ვეცდები, რომ სამომავლოდ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ და წარმატება მოვუტანო ჩვენს ქვეყანას'' - თქვა დაჯილდოების ცერემონიალზე ლაშა ტალახაძემ.
დღეს, აჭარაში გამართულ ცერემონიალზე, ასევე დაჯილდოვდა წლის საუკეთესო ქალი ძალოსანი - ესპანელი ლიდია ვალენტინი.