,,დავიწყებთ ზუგდიდან და საპროტესტო ტალღა გადაედება მთელ საქართველოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდება-„ გაერთიანებული ოპოზიცია„ ზუგდიდში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო ტალღას აანონსებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველა მათი ქმედება იქნება კანონიერი.
ამ გეგმას უკვე გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები. მაგალითად, ნიკა მელია რევოლუციის სცენარს იწუნებს. მმართველ გუნდში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამართვაში საპრობლემოს ვერაფერს ხედავე.