არ შევეგუებით გიგა ოთხზორიას მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს - ქეთევან ციხელაშვილი

19 მაისი 2019, 18:54 2945 ნახვა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს სამი წელი გავიდა. ის 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. 

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ქეთევან ციხელაშვილი წერს, რომ ზუგდიდში, სადაც ოთხოზორიას ოჯახი ცხოვრობს, რაიმე სახის პროვოკაცია და ძალადობა დაუშვებელია. 

''მთავარია პოლიტიკური პროცესი დემოკრატიულ ჩარჩოებში იყოს და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანას უმთავრესი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს გასატარებელი - ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გამთლიანების პროცესი, რაც სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, სადაც ეს გამოწვევები ფიზიკურად ასე ახლოსაა'' - წერს ციხელაშვილი. 

სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება არ შეეგუება, გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაუსჯელი დადიოდეს. 

''დღეს, 19 მაისს, სამი წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას ცივსისხლიანი მკვლელობიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ და იმ კონკრეტული პირის მხრიდან, რომელსაც ქართულ სამართლებრივ სივრცეში შეფარდებული აქვს პატიმრობა, მაგრამ ოკუპირებულ მხარეს ჯერ კიდევ დაუსჯელია.

გვახსოვს და ყოველთვის გვემახსოვრება გიგა ოთხოზორიას სახელი და მისი თავდადება. პატივი იყო მისი ოჯახისათვის სამოქალაქო თავდადებისათვის მედლის გადაცემა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად 2019 წლის იანვარში, იმისთვის რომ ყველამ იცოდეს, და პირველ რიგში, მისმა ქეთიმ და აკაკიმ, ქალბატონმა ჯულიეტამ და მისმა მეუღლემ, ნინომ, რომ გიგა გმირია მთელი საქართველოსათვის.

სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი შეიტანა წინა წლის ზაფხულში რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო, რომელთა შორის ყველაზე შემზარავი და ტრაგიკული სიცოცხლის უფლების ხელყოფაა'' - წერია ინფორმაციაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი