გამარჯვების შემთხვევაში ძლიერი თვითმმართველი მუნიციპალიტეტი გვექნება  - ვახტანგ ბერიძე 

19 მაისი 2019, 10:32 2100 ნახვა

''ქართული ოცნების'' ხულოს მერობის კანდიდატმა თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის ყველას მერი იქნება. ​ჭახაურას 50-ე უბანზე ვახტანგ ბერიძე შვილიშვილებთან ერთად მივიდა. 

''გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ყველა ამომრჩეველს, რადგან მე ვიქნები ყველას მერი. დავიწყებ არსებულ პრობლემებზე მუშაობას. შეხვედრების დროს, ყველა სოფლის პრობლემა შევისწავლეთ. გამარჯვების შემთხვევაში ძლიერი, თვითმმართველი მუნიციპალიტეტი გვექნება'' - აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

ხულოს ახალ  მერს 24 ათას 123  ამომრჩეველი  აირჩევს.  

პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის 18 ოქტომბერს გოჩა მელაძე  თანამდებობიდან წავიდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მან “ქართული ოცნებიდან” იყარა კენჭი და 59,58%-ით გაიმარჯვა. ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში არსებული  54 საარჩევნო უბნიდან  7-ია  ადაპტირებული, ხოლო 10 მარტივად ადაპტირებული. 

მერობისთვის ხულოში 14 კანდიდატი იბრძვის.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი