სეისმოლოგების ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა განმეორებითი დაფიქსირდა. ეპიცენტრი კვლავაც წალკა იყო.
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 3.2 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა, დღეს, 17 მაისს, თბილისის დროით 16:34 საათზე მოხდა.
წალკასთან მიწისძვრა გუშინ 15:08 საათზეც დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.