საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. უწყება თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა არც ანკარაში, საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში. ამასთან, საგარეო უწყება ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.