აჭარაში ხვალ ცხელი ამინდი იქნება - დღის ბოლოს კი ძლიერი ქარი

17 მაისი 2019, 10:25 3539 ნახვა

შაბათ-კვირა საქართველოში ცხელი, მაგრამ არასტაბილური იქნება, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.

ხვალ, 18 მაისს, სანაპირო ზოლში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, რის ფონზეც დღის ბოლოს გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე. შესაძლებელია, მცირე, ხანმოკლე წვიმა - ელჭექით.

ცხელი დღე იქნება აჭარის მაღალმთიან რაიონებშიც, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი დაფიქსირდება.

ხვალ, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +34, +39 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოშიც დღე უნალექოდ ჩაივლის, აქ +31 +36 გრადუსამდე დაცხება. 

კვირას, 19 მაისს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, შედარებით გრილი ამინდია და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი