2019 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონი იწყება, რომელიც ატლანტის ოკეანეს, კარიბის ზღვას და მექსიკის ყურეს მოიცავს. ქარიშხლების სეზონი, 1 ივნისიდან დაიწყება და 6 თვე გაგრძელდება; წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კი ძლიერი ქარი 15 მაისიდან იცის.
ამერიკის ნაციონალური ქარიშხლის ცენტრის ცნობით, ატლანტისა და წყნარი ოკეანის აუზში, წელს 45 ქარიშხალი დაფიქსირდება, მათ შორის ყველაზე აქტიურები იქნებიან - პაბლო, ტანია ანდრეა, მარიო და ლორენა.
ქარიშხლის სახელებს "ნაციონალური ცენტრის" თანამშრომლები ბერძნული ალფავიტის მიხედვით არჩევენ. ქარიშხლები, რომლებსაც დამანგრეველი ძალა ჰქონდათ და ზიანი მიაყენეს მოსახლეობას, მათი სახელები აღარ მეორდება - ეს გადაწყვეტილება ცენტრმა გასულ წელს მიიღო. ცენტრში განმარტეს, რომ ეს არის პრევენცია, მოქალაქეებს თავიდან აარიდონ სტრესი, რომელიც უკვე არსებული ქარიშხლის სახელს უკავშირდება.