პირველად ბოლო პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ღია და საჯარო განცხადებები ყოფილი მინისტრისგან. გიორგი ქობულიას პარლამენტმა კამერებიან ოთახში არ მოუსმინა და არც პირდაპირ ეთერში გადასცა, მაგრამ მისი ხმაურიანი განცხადებები მთელი დღეა განხილვის საგანია.
ქობულიამ ისაუბრა ყველაფერზე რაზეც აქამდე არაფერი უთქვამს, მათ შორის არაფორმალურ მმართველობაზე, გარიგებებსა და ნეპოტიზმზე. ჰკითხეს მისი გათავისუფლების თაობაზეც - იმაზე თუ „სად არის ძაღლის თავი დამარხული“?
ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა მისი შეხედულებით ეკონომიკის მთავარ შემაფერხებელ გარემოებებზე - მიზეზად სახელმწიფო სტრუქტურებში არაკვალიფიციური კადრები, მთავარ პრიორიტეტად კი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფუნდამენტალური გადახედვა დაასახელა.