ბრალდებები და კრიტიკა ყოფილი თანაგუნდელის და ახლა უკვე ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის მისამართით. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანზორ ბოლქვაძის მისამართით განცხადებები გერმანიაში გააკეთა. საპასუხო კომენტარები გაკეთდა ქართულ ოცნებაში და მიხეილ სააკაშვილი დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს, ამ პრეტენზიას კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არ იზიარებენ.
უმცირესობა ვიდეოს ფაბრიკაციაზე საუბრობს, რაზეც მმართველი პარტიის ლიდერი აჭარაში , ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ ფბ-გვერდზე ვიდეოს მხოლოდ ის ნაწილი განთავსდა, რომელიც კონკრეტულად ანზორ ბოლქვაძეს ეხებოდა და ის არ არის მონტაჟი. ამასთან მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა ხულოს მოსახლეობას.