პარტიების წინასაარჩევნო ხარჯები

18 აგვისტო 2016, 00:00 2809 ნახვა

არჩევნებამდე თვენახევარი რჩება. წინასაარჩევნო კამპანია წელს საქართველოში უპრეცედენტოდ ადრე - ივნისში დაიწყო. ჩვენი მომდევნო მთავარი თემაა: პარტიების ხარჯები: ოფისების, ხელფასებისა და სხვა აქტივობების თანხები.   აუტიდის სამსახურის მონაცემებით,  ივნის-ივლისში ყველაზე მწირი ხარჯი  “ახალმა  მემარჯვენეებმა”, “რესპუბლიკელებმა”  და “კონსერვატორებმა” გაიღეს. ამ თვალსაზრისით მდიდარი პარტიების ჩამონათვალშია: მმართველი “ქართული ოცნება” და პაატა ბურჭულაძის  “სახელმწიფო ხალხისთვის”.  შედარებით ნაკლები წინასაარჩევნო დანახარჯი აქვთ  “ნაციონალურ  მოძრაობას” და  “თავისუფალ – დემოკრატებს”.  პარტიები,  რომელთაც მწირი შემოწირულობა აქვთ იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა  შეთავაზებული  პროგრამის მიხედვით გააკეთებს არჩევანს.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში