ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ ეხმაურება.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას ჩადენილ სავარაუდო კანონდარღვევებმა, შეიძლება ხელი შეუშალოს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და შელახოს ადამიანის უფლებები. მესამე სექტპროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჩანაწერში ჩანს, ჟურნალისტების სქმინობაში ხელშეშლაც. აღნიშნული პირები, სხვა დროსაც ცდილობდნენ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრების ჩაშლას.
ეს ქმედებები ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და რთული არ უნდა იყოს თავდამსხმელების იდენტიფიცირება-- ნათვქმია განცხადებაში. დღესვე, ტელეკომპანია „რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს ზუგდიდის საკრებულოს წევრი. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს გია დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვას და გატაცებას. მესამე სექტორის განცხადებით აუცილებელია, დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა და შინაარსი. საია მიმართავს პარტია „ქართულ ოცნებას” და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ საარჩევნო კამპანიაში უკანონო ხერხების გამოყენებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს და ქვეყნის რეპუტაციას „გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს“.