ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირების ინციდენტზე შეფასებები გაკეთდა პარლამენტში.
''ხალხის ჯიბიდან ამოღებულ საბიუჯეტო სახსრებს კარგად განკარგავთ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. ზუგდიდში ვნახე გაღატაკებული მოსახლეობა, მოხუცები, რომელთა შვილებიც ლუკმა-პურის საშოვნელად ქვეყნიდან არიან გაქცეული და თქვენ ფიქრობთ, რომ ქართველ ხალხს 150 ლარად იყიდით. საქართველო და საქართველოს მომავალი გაცილებით უფრო ძვირი ღირს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.