25 ათასი ლარი დაიხარჯება ქედაში ღვინის ფესტივალისთვის, რომელიც ივნისში გაიმართება. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ღონისძიებაში ადგილობრივი მეღვინეები მიიღებენ მონაწილეობას, გამარჯვებულს სპეციალური ჯილდო გადაეცემა. გაიმართება კონცერტიც, რომელშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.