უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია

13 მაისი 2019, 18:25 1511 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს. ისინი  ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობენ. ეჭვქვეშ აყენებენ პროცესის გამჭვირვალობასაც. საპარლამენტო უმცირესობის წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კონკურსის ობიექტურად ჩატარების იმედი არ აქვს. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით,  ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო შეექმნა, ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც კრიტიკას არ დაიმსახურებდა.

ნეგატიური მოლოდინები აქვთ ყოფილი მოსამართლეების ნაწილს და ასევე, მოქმედი ადვოკატების ერთ ჯგუფსაც.  ბათუმელი უფლებადამცველები ამბობენ, რომ უვადო მოსამართლეებად ის პირები დაინიშნებიან, რომლებიც კლანური მმართველობის პირად ინტერესებს გაატარებენ. 

მმართველ გუნდში ბრალდებებს არ იზიარებენ. ''ქართული ოცნების'' წევრების თქმით, პროცესი უპრეცენდენტოდ გამჭვირვალე იქნება.  

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და პარლამენტმა უვადოდ დასანიშნი 20 მოსამართლე უნდა შეარჩიოს. კანდიდატებს, ელექტრონული ფორმით განაცხადის შევსება, 31 მაისამდე შეუძლიათ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში