მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაციას ელექტრონულად შეძლებთ - შსს

13 მაისი 2019, 13:26 6983 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი. 

უწყების ცნობით, მოქალაქეები შეძლებენ თავად აირჩიონ რეგისტრაციის სასურველი ფორმა და წინასწარ, სახლიდან გაუსვლელად დაგეგმონ გამოცდის ადგილი, თარიღი და დრო.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ონლაინ დარეგისტრირებული პირი, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება - SMS, ან ელექტრონული ქვითარი).

''მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე - 2 41 91 91, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო არხებით: ვებგვერდზე www.sa.gov.ge, ან სააგენტოს Facebook-გვერდზე'' - აცხადებენ შსს-ში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში