''ორგანული ნარჩენების სწორი მართვა''

13 მაისი 2019, 10:24 1371 ნახვა

ორგანული ნარჩენების სწორი მართვა და  მისი სასუქად გამოყენება  -  ამ საკითხებზე  სანდასუფთავების თანამშრომლებსა და დაინტერესებულ პირებს სემინარი უტარდებათ. 

მოწვეული პროფესორი ბესიკ  კალანდაძე  შეხვედრის მონაწილეებს მყარი  ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობასა  და საჭიროებაზე ესაუბრება. მისი შეფასებით  აჭარის რეგიონს გააჩნია პოტენციალი, რომელიც ხელს შეუწყობს კომპოსტირების, იგივე  ორგანული ნარჩენების სწორი  მართვის შედეგად მის სასუქად  გამოყენების მეთოდის  დანერგვას, რაც ექსპერტის  თქმით, შეამცირებს გარემოზე ზიანს. სემინარი საერთაშორისო ორგანიზაცია „სენის „  პროექტის ფარგლებში იმართება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი