„რუსთავი 2“-ის საქმე

12 მაისი 2019, 21:10 1375 ნახვა

„რუსთავი 2“-ის ადვოკატი უარყოფს ნინო ნიჟარაძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ტელეკომპანიამ საგადასახადო დავალიანებების გასტუმრებაზე ზრუნვის ნაცვლად, საშუამავლო რეკლამების გაყიდვის კომპანია „ინტერმედიას“ მოგება 2016 წლის შემდეგ 8-დან 30 პროცენტამდე გაუზარდა, რითაც ირიბად ტელეკომპანია „მესამეს“ დაფინანსება ხდება.

თამთა მურადაშვილის განცხადებით, ასეთი რამ არ მომხდარა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დასკვნაც, რომელსაც ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ეყრდნობა საშუამავლო კომპანიისთვის შემოსავლის წილის ზრდის თაობაზე, მცდარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი