ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თავდაცვის უწყება უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს რიგითი ვლადიმერ მახათაძის დაღუპვის გამო. „ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი დღეს იპოვეს“ -წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.