რა მოხდა სასტუმრო ,,ხულოში"?

11 მაისი 2019, 20:00 2520 ნახვა

ხულოში, სასტუმრო  „ხულოში“ მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრაობა“  „ქართული ოცნების“ დეპუტატის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად და ქალზე ძალადობად აფასებს. ოპოზიცია  პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა დ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს   გამოძიებასთან  ერთად, ანზორ ბოლქვაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეს.  

ოპოზიცია ასევე ითხოვს, პასუხი აგონ ინციდენტის დროს, ანზორ ბოლქვაძესთან ერთად მყოფმა პირებმა. ესენი არიან  ,,ქართული ოცნების ხულოს რაიონის აღმასრულებელი მდივანი, კულტურის ცენტრის უფროსის მოადგილე და ბათუმის მერიის თანამშრომელი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ასმათ დიასამიძის ინფორმაციით, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, სასტუმროს ეზოში ადგილი ჰქონდა  ფიზიკურ დაპირისპირებასაც. პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს ბრალდებების ადრესატი. 

ანზორ ბოლქვაძის განცხადებით სასტუმროს დაცლა მათ არა ხათუნა ბერიძეს არამედ მის თანმხლებ  პირს მოსთხოვეს, რომელიც სასტუმროში ოფიციალურად არ იყო რეგისტრირებული. მისი გაღიზიანება კი გია ხალვაშის გამოჩენამ გამოიწვია, რომელმაც ბოლქვაძის მტკიცებით, ორი თვის წინ ოჯახის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ვიდეო-მასალა მოამზადა. ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ  აღნიშნული ვიდეო-მასალა  გია ხალვაშს არ მოუმზადებია. შეფასებები კეთდება მესამე სექტორსა და არასაპარლამენტო ოპოზიციაში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი