აქცია მშენებლობის დასრულების მოთხოვნით

11 მაისი 2019, 15:30 2160 ნახვა

მოქალაქეები მშენებელი კომპანია  „სელაზირისგან“  ინფრასტრუქტურის მოწყობას და სამშენებლო სამუშაოების დასრულებას  ითხოვენ. 18 სართულიანი კორპუსის მობინადრეებს   წყლის, კანალიზაციისა და ელექტროენერგიის პრობლემები აწუხებთამბობენრომ სახლის მშენებლობა თურქულმა კომპანიამ  2013 წელს დაიწყო და ობიექტი   ექსპლუატაციაში გასულ წელს უნდა შესულიყოთუმცა კორპუსის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა .

გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მოსახლეობა ბინების  გაქირავებას და სრულფასოვნად  ცხოვრებას ვერ ახერხებს. პრობლემასთან დაკავშირებით  მერიას ერთი თვის წინ მიმართეს. დღეს ამ  საკითხის შესახებ  მერიაში კომენტარი არ გაკეთებულასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით ნებართვა მერიამ გასცა, თუმცა კორპუსი ექსპლუატაციაში ჯერ არ მიუღია. მერიის მსგავსად განმარტებები არც მშენებელ კომპანიაში გაკეთებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი